ჰემისფეროების ურთიერთქმედების განმავითარებელი აქტივობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ჰემისფეროების ურთიერთქმედების განმავითარებელი აქტივობა

ბიბლიოთეკა

ასაკი:  სკოლამდელი

მიზანი:  ხელების ერთდროული, შეთანხმებული მოძრაობების განვითარება, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინის ჰემისფეროებს შორის ინფორმაციის სწრაფ გაცვლას. ჰემისფეროთა ეფექტური ურთიერთქმედება კი თავის მხრივ დიდ მნიშვნელობას იძენს სკოლის ასაკში წერისა და კითხვის უნარების დაუფლებასა და ასევე ისეთი აქტივობების განხორციელებაში, რომლებიც ერთდროულად ორი ხელის კოორდინირებულ ჩართულობას მოითხოვს.  აღნიშნული აქტივობა ავითარებს ყურადღების კონცენტრაციას.


მიმდინარეობა:  ბავშვთან ერთად მოთავსდით კომფორტულად, მაგიდასთან ან თუნდაც ხალიჩაზე, ოღონდ ისე, რომ შეგეძლოთ ხელების დაწყობა რაიმე მყარ და სწორ ზედაპირზე. ბავშვს შესთავაზეთ ითამაშოთ ხელებით. დააწყვეთ ხელები სწორ ზედაპირზე და სთხოვეთ ბავშვს დააკვირდეს თქვენს მოქმედებებს.  დაიწყეთ ხელების რიგ-რიგობით გაშლა-მომუჭვა და სთხოვეთ ბავშვს წარმოიდგინოს თითქოს ხელები ორი ბაყაყია, რომლებიც ერთ ადგილას, თუმცა რიგ-რიგობით ხტუნავენ. „როდესაც ერთი ხტება (გაშალეთ ერთი მტევანი), მეორე უნდა მოემზადოს გადასახტომად(მომუჭეთ მეორე).“  სთხოვეთ თქვენთან ერთად გაიმეოროს იგივე.

თავდაპირველად აღნიშნული მოძრაობების შეასრულეთ შედარებით ნელი ტემპით, მას შემდეგ რაც ბავშვი თავს გაართმევს ამ ამოცანას, გაართულეთ იგი და სთხოვეთ გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად.



ავტორი
თამარ მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu