ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური მომსახურება-შეფასება და რეაბილიტაცია - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური მომსახურება-შეფასება და რეაბილიტაცია

„საქართველოს ბავშვების“ ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს კლინიკური ფსიქოლოგია,  რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია გთავაზობთ  ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური მომსახურებას-შეფასებასა და რეაბილიტაციას. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ბავშვთა და მოზარდთა  ფსიქოლოგიური საჭიროებებისა და სირთულეების შეფასებას და შესაბამისი ჩარევის დაგეგმვასა და განხორციელებას.



მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ ბავშვს / მოზარდს აღენიშნება შემდეგი სახის ფსიქოლოგიური სირთულეები:


  • სოციალურ-ემოციური სირთულეები და ფსიქო-სომატური ჩივილები: თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები, არაადეკვატური თვითშეფასება, სიმორცხვე, შფოთვა, გუნება-განწყობილების დაქვეითება, გლოვა, ემოციების მართვის სირთულეები, ენურეზი, ენკოპრეზი და სხვა.


  • ადაპტაციური სირთულეები: მომზადება საბავშვო ბაღისთვის, სკოლისთვის;  ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსებისა ან შვილად აყვანისას პროცესში აღმოცენებული სირთულეები.


  • ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციებთან დაკავშირებული სირთულეები: ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების სირთულეები, მეტყველების დარღვევები, და სხვა.


  • განვითარების სხვადასხვა დარღვევით გამოწვეული სირთულეები: აკადემიური, კომუნიკაციური, მოტორული, სოციალური, ქცევითი და ემოციური სირთულეები განვითარების ისეთი დარღვევების მქონე ბავშვებთან როგორიცაა: დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრის აშლილობა, სწავლის უნარის (წერის, კითხვის უნარის დარღვევა) დარღვევა, ცერებრული დამბლა, გონებრივი განვითარების შეფერხება და სხვა.



ვინ შეიძლება ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით?

  • ბავშვებმა და მოზარდებმა

  • მშობლებმა (ბიოლოგიური, მიმღები და შვილად ამყვანი მშობლები) და ბავშვის/მოზარდის ოჯახის სხვა წევრებმა.  

  • სპეციალისტებმა (აღმზრდელი, მასწავლებელი, სოციალური მუშაკი და სხვა).



მომსახურების ფორმები:

  • ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მუშაობა ბავშვთან/მოზარდთან

  • ჯგუფური ფსიქოლოგიური მუშაობა ბავშვებთან/მოზარდებთან

  • ბავშვის/მოზარდის მშობლების და სხვა დაინტერესებული პირების კონსულტირება

  • ბავშვთან დაკავშირებული სპეციალისტების პროფესიული კონსულტირება და სუპერვიზია


საჭიროების
შემთხვევაში, მუშაობის პროცესში ერთვებიან დამატებითი სპეციალისტებიც (მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა).


დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე 2 218514
(032 2218514 მობილურიდან) ან მოგვწეროთ cog@cog.ge  

 
Back to content | Back to main menu