მხედველობითი მეხსიერების გაუმჯობესება - განმავითარებელი აქტივობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

მხედველობითი მეხსიერების გაუმჯობესება - განმავითარებელი აქტივობა

ბიბლიოთეკა

მიზანი: მხედველობითი მეხსიერების გაუმჯობესება.  

ასაკი: სკოლამდელი

საჭირო მასალა: ბავშვისთვის უსაფრთხო საგნები (გასაღები, სავარცხელი, კუბიკი და  ა.შ.) და  ქუდი.

მიმდინარეობა: მაგიდაზე დაალაგეთ სხვადასხვა საგნები და დააფარეთ ქუდი. შესთავაზეთ ბავშვს თქვენთან ერთად ითამაშოს, უთხარით: „ნახე, ამ ქუდში დამალული მაქვს სხვადასხვა საგნები. მე ახლა ძალიან ცოტა ხნით ავიღებ ქუდს და მერე ისევ დავაფარებ. მოდი, შენ ყურადღებით დააკვირდი და ეცადე დაიმახსოვრო რა საგნები მაქვს. კარგი? “   

მიეცით ბავშვს საშუალება 3-5  წამის განმავლობაში უყუროს საგნებს, ქუდის დაფარების შემდეგ კი სთხოვეთ ჩამოთვალოს დამალული საგნები.  

თავდაპირველად შეგიძლიათ დაიწყოთ მხოლოდ ორი საგნით, თუ ბავშვი ადვილად გაართმევს თავს ამ დავალებას, შეგიძლიათ გაზარდოთ საგნების რაოდენობა.   


ავტორი
თამარ
მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu