სივრცეში ორიენტაცია - განმავითარებელი აქტივობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

სივრცეში ორიენტაცია - განმავითარებელი აქტივობა

ბიბლიოთეკა


ასაკი:  სკოლამდელი

მიზანი: სივრცითი წარმოდგენების ჩამოყალიბება, რომელსაც თავის მხრივ არსებითი  მნიშვნელობა  აქვს წერის, კითხვის, ანგარიშის, ენის გრამატიკული სტრუქტურის გაგებისა და აზროვნების განვითარებისთვის.


მიმდინარეობა: შესთავაზეთ ბავშვს ითამაშოს თქვენთან ერთად „რობოტობანა." აუხსენით თამაშის წესები: მან უნდა განასახიეროს რობოტი, რომელიც სწორად ასრულებს შემდეგ ბრძანებებს:


რობოტო

  • ერთი ნაბიჯით წინ

  • ორი ნაბიჯით მარჯვნივ

  • მაღლა ახტი,

  • სამი ნაბიჯით მარცხნივ

  • შებრუნდი მარჯვნივ

  • კიდევ მარჯვნივ

  • შებრუნდი მარცხნივ

  • დაბლა დაჯექი და ა.შ."


თუ ბავშვი კარგად გაართმევს თავს აღნიშნულ დავალებას, შესთავაზეთ ამჯერად  დაუმორჩილებელი რობოტის განსახიერება, რომელიც  ყველა ბრძანებას პირიქით ასრულებს, მაგალითად, როდესაც უბრძანებთ წავიდეს წინ, მიდის უკან; მარჯვენა მხარის ნაცვლად, მარცხნივ ტრიალდება, დაჯდომის ნაცვლად კი ხტება და ა.შ.

შესაძლებელია აღნიშნული თამაში ითამაშოთ რამდენიმე ბავშვთან ერთად.






ავტორი
თამარ
მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია

 
Back to content | Back to main menu