თვალისა და ხელის კოორდინაციის განმავითარებელი აქტივობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

თვალისა და ხელის კოორდინაციის განმავითარებელი აქტივობა

ბიბლიოთეკა

„ ლაბირინთი"

ასაკი:  სკოლამდელი

მიზანი: თვალისა და ხელის კოორდინაციის განვითარება, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანია წერის უნარის ჩამოყალიბებისთვის; აღნიშნული აქტივობა ასევე ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებას.

საჭირო მასალა:  ფანქარი ან საწერი კალამი და სხვადასხვა სირთულის ლაბირინთები, რომლებიც შეგიძლიათ თავადვე შექმნათ ბავშვისთვის ან ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტიდან:


მიმდინარეობა:  მოიმარჯვეთ ფანქრები და აჩვენეთ ბავშვს ლაბირინთის ნახატი. აუხსენით, რომ თითოეულ ლაბირინთს აქვს საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა დაიწყოს ფანქრის გავლება და გადაადგილება და საბოლოო წერტილი, სადაც უნდა აღმოჩნდეს გზის გაკვლევის შედეგად. ლაბირინთში გადაადგილებისას მოერიდოს ჩიხში მოხვედრას და იმოძრაოს მხოლოდ ლაბირინთის სავალ ბილიკებზე, ისე, რომ არ „დაეჯახოს“ ლაბირინთზე მოცემულ სხვა ობიექტებს. სასურველია თავიდან დაიწყოთ შედარებით მარტივი ლაბირინთით  და იმის მიხედვით, თუ როგორ გაართმევს ბავშვი თავს, გაართულოთ დავალება-შესთავაზოთ უფრო გრძელი და მეტი რაოდენობის ჩიხების მქონე გზის გავლა.

ავტორი
თამარ
მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu