ყურადღების კონცენტრაციის განმავითარებელი აქტივობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ყურადღების კონცენტრაციის განმავითარებელი აქტივობა

ბიბლიოთეკა


ასაკი:  სკოლამდელი

მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება

საჭირო მასალა:  
ფანქარი ან კალამი და ფურცელზე დახატული სხვადასხვა ფიგურები. ნიმუშები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტიდან:


მიმდინარეობა:  ბავშვს აჩვენებთ ფურცელზე დახატულ ნიმუშს-  ეს შეიძლება იყოს ხილის, ფრინველის, ცხოველის გამოსახულება, გეომეტრიული ფიგურები, ციფრები და ა.შ.;   ბავშვმა ზუსტად ასეთივე ფიგურა უნდა იპოვოს მის ქვემოთ მოცემულ ფიგურებს შორის. ნაპოვნი მსგავსი ფიგურები ბავშვს შეუძლია შემოხაზოს, გადახაზოს, გააფერადოს ან ა.შ. თქვენი ინსტრუქციის შესაბამისად.  

თუკი ბავშვი კარგად გაართმევს თავს აღნიშნულ დავალებას, შეგიძლიათ გაართულოთ იგი და შესთავაზოთ ერთის ნაცვლად, ორი ან მეტი ფიგურის მოძებნა. ამასთან თითოეული ფიგურის შემთხვევაში, ბავშვს ეძლევა განსხვავებული ინსტრუქცია, მაგალითად თუკი სთხოვთ წრისა და სამკუთხედის პოვნას, წრის პოვნის შემთხვევაში, მან უნდა გადახაზოს წრე, ხოლო სამკუთხედის პოვნისას კი შემოზახოს იგი ან გამოიყენოს სხვადასხვა ფერის ფანქრები- სამკუთხედი გააფერადოს წითლად, წრე კი მწვანედ.

ავტორი
თამარ
მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu