აზროვნებისა და მეტყველების განვითარება - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

აზროვნებისა და მეტყველების განვითარება

ბიბლიოთეკა


ასაკი:  სკოლამდელი

მიზანი: ლოგიკური აზროვნების განვითარება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების წვდომა, მეტყველების განვითარება;


საჭირო მასალა:  
ბარათები, რომლებზეც ასახული იქნება მოვლენების თანმიმდევრული განვითარება. ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტიდან:


ინსტრუქცია: ბავშვის წინ არეული თანმიმდევრობით დაალაგეთ მთლიანი სიუჟეტის  სხვადასხვა მოქმედების ამსახველი ბარათები. სთხოვეთ დააკვირდეს და გამოიცნოს თუ რა თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები-ჯერ რა იყო და შემდეგ რა მოხდა და ამის შესაბამისად განალაგოს ბარათები. მეტყველების განვითარებისთვის, სასურველია თუკი ბავშვს ბარათების სწორად განლაგების შემდეგ, მისცემთ საშუალებას მოყვეს მათზე ასახული ამბავი.
თავდაპირველად გამოიყენეთ მხოლოდ ორმოქმედებიანი ბარათები, თუკი ბავშვი ადვილად გაართმევს თავს, შეგიძლიათ გაართულოთ დავალება და შესთავაზოთ სამი და მეტი მოქმედებისგან შემდგარი სიუჟეტები.  



ავტორი
თამარ
მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu