ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა

"საქართველოს ბავშვები"  წარმოადგენს ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის პროვაიდერ ორგანიზაციას.
ადრეული განვითარების  პროგრამა ემსახურება  0-7 წლამდე მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების  შეფასებას,   მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული,  თვითმოვლის  უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის  უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და  ოჯახის სხვა წევრები.

მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს თვეში 8 ვიზიტს. მომსახურების მიწოდება ხდება სახლში, თუმცა  საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს მომსახურება გაეწიოს  საბავშვო ბაღში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში.

სამუშაო  სფეროები:
- მოტორული უნარების განვითარება:
გადაბრუნება, ჯდომა, დგომა, სიარული, სირბილი, ხტუნვა, დაჭერა, სროლა;  ხელით  მოჭიდება, მანიპულაცია, გაშვება; თვალით ნატიფი მოძრაობების განხორციელება, თვალ-ხელის კოორდინაცია, ხატვა და ა.შ.
- შემეცნებითი უნარების განვითარება:  აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება.
- მეტყველებითი/კომუნიკაციური უნარების განვითარება: მეტყველების სტიმულირება;  ბგერების, სიტყვების  წარმოთქმა;  სიტყვების, წინადადებების გაგება;   სიტყვების კომუნიკაციისთვის გამოყენება და ა.შ.
- სოციალურ-ემოციური  განვითარება: მოზრდილებთან,  თანატოლებთან ურთიერთობა, თამაში;  ემოციების გამოხატვა და გაგება და ა.შ.
- თვითმოვლის  უნარების განვითარება: კვება, ჩაცმა/გახდა, დაბანა, ტუალეტის უნარები.
- ქცევითი სირთულეების დაძლევა: აგრესია, თვითდამაზიანებელი ქცევები, ტანტრუმი, წესებისადმი დაუმორჩილებლობა და ა.შ.
- მშობლობის უნარების გაძლიერება: მშობლების კონსულტირება ბავშვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით


ვინ შეიძლება ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით:
ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ განვითარების ერთ რომელიმე სფეროში  შეფერხება  ან აღენიშნებათ  ქცევითი სირთულეები.


მომსახურების ფორმები:

  • ინდივიდუალური  მუშაობა ბავშვთან და ოჯახის წევრებთან

  • ჯგუფური  მუშაობა ბავშვებთან

  • მშობლების კონსულტირება ბავშვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით

  • ბაღის აღმზრდელებთან თანამშრომლობა


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდება ხდება ბავშვთა ადრეული განვითარების ვაუჩერის მიღებისა და "საქართველოს ბავშვებში" წარდგენის შემდეგ


უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე 032 2 131644 ან მოგვწეროთ cog@cog.ge  
ვაუჩერული დაფინანსების ან მის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს ან გაეცნოთ ინფორმაციას მათ ვებ გვერდზე.

 
Back to content | Back to main menu