ჰიპერ-მზრუნველობა და მისი შედეგები - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ჰიპერ-მზრუნველობა და მისი შედეგები

ბიბლიოთეკა

მზრუნველობა შვილების მიმართ ბუნებრივი და ყოვლად აუცილებელი  ქმედებაა მშობლების მხრიდან. ადრეულ ასაკში ეს უპირობა სიყვარულით არის გამოხატული, რომელსაც თანდათანობით უნდა ენაცვლებოდეს სიყვარული, რომელიც გარკვეულ ვალდებულებს აკისრებს ბავშვებს და ერთგვარ საფუძველს უქმნის მათ დამოუკიდებლობას.

საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები მიიჩნევენ, რომ მათ შვილებს არ შესწევთ სირთულეების დამოუკიდებლად გადალახვის უნარი და რომ ბავშვების პრობლემების მოგვარება სწორედ მშობლების მოვალეობაა. ასეთი სახის ჰიპერ-მზრუნველობით  მოზრდილები ხშირად ვეღარ ზომავენ საზღვრებს, უშუალოდ ერევიან  ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში - მაგალითად უგვარებენ თანატოლებთან წამოჭრილ კონფლიქტურ სიტუაციებს,  კომუნიკაციურ სიტუაციებს (ადრეულ ასაკში არც თუ ისე  მრავალფეროვანს) ბავშვის  პიროვნული განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვან  სეგმენტს სოციალური ცხოვრების.

ასაკის მატებასთან ერთად, ჰიპერ-მზრუნველობის  პირობებში, თუკი
ბავშვისადმი მოპყრობა  უპირობო  სიყვარულის დონეზე რჩება და  არ  გადადის შემდგომ ეტაპზე, როდესაც სიყვარულის გამოხატვა გარკვეული პირობების შესრულებას ეფუძნება,   საფრთხე ექმნება  ბავშვის საკუთარ ძალებში რწმენის ჩამოყალიბებას, მას მუდმივად სხვისი იმედი აქვს და უჭირს პიროვნული დამოუკიდებლობის მიღწევა.  როდესაც  ვერ აღწევს  წარმატებას ამაში გარეშე ძალებს ადანაშაულებს . მას არ აქვს საკუთრი ძალების გამოცდის შესაძლებლობა შესაბამისად არ აქვს საკუთარი თავის ნდობა. უჭირს წარმატების მიღწევა.  

როდესაც ბავშვი სკოლამდელ
პერიოდში სოციალურ ურთიერთობებში  ერთვება, ნელნელა თავს იჩენს სხვა სირთულეებიც:  თანატოლებთან კომუნიკაცია  მისთვის ხდება  სოციალური ცხოვრების ახალი  გამოწვევა, მას უჭირს დამოუკიდებლად გაართვას თავი ახლა უკვე კონკურენტული გარემოს მოთხოვნებს.  კომუნიკაციის სფეროში მიღებულ მარცხისგან გამოწვეულ ნეგატიური განცდებისგან  გათავისუფლებას იგი ახერხებს მშობლების  სიყვარულის მიღებით. ასეთი სტრატეგიის  ამოქმედებით  იგი  ვეღარ   ახდენს საკუთარი  შესაძლებლობების განვითარებას,  უჭირს ორიენტირებული იყოს  რაიმე კონკრეტული ამოცანის  გადაჭრაზე  და   წარმატების  მიღწევაზე.

მდგომარეობა მკვეთრად  უარესდება მოზარდობის ასაკში, როდესაც ბავშვისთვის მშობლებისგან მიღებული სიყვარული ვეღარ ახდენს სოციალური მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის  კომპენსაციას.  თუმცა  გამომუშავებული სტრატეგია, რომელიც არ არის ორიენტირებული  წარმატების მიღწევაზე რაიმე საქმეში,  იგივე  რჩება.


ამ ასაკში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს  დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბების  პროცესი, მოზარდს უყალიბდება თვითშემეცნების ახალი დონე, რითაც იგი გამოდის  თვითგამოხატვისა და  თვითდამკვიდრების  სრულიად ახალ არეალზე, როდესაც  მშობლებისგან მიღებული  სიყვარული უკვე აღარ არის მისთვის საკმარისი.  ეს იწვევს გარკვეული სახის კრიზისს, როგორც მოზარდის პიროვნებაში  ასევე მის ურთიერთობებში მშობლებთან .

მოზარდობის პერიოდში  უმთავრესი ხდება თანატოლების გარემო, სწორედ თანატოლების შეფასება  ხდება  მისთვის  უმთავრესი. თვითდამკვიდრების  პროცესში  მას უჩნდება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, იგი  ცდილობს  მშობლების მიერ დაწესებული  წესების, ნორმების დარღვევას მშობლებისთვის   მიუღებელი ქცევითი რეაქციების გამოვლენით, ხოლო თანატოლების წრისთვის მისაღებ და აღიარებულ  ნორმებად მიჩნეულს.  მოზარდი  ყველანაირი, თუნდაც  ასოციალური გზით ცდილობს გაამართლოს თანატოლების მოლოდინები   და ასეთი სახის სოციალური ცხოვრება მისთვის ხდება წარმატების მიღწევის „საუკეთესო“ არეალი.


სწორედ აქ  იწყება მშობლების ჩვეული წუხილი : „არაფერი დამიკლია და რატომ  ჩამოყალიბდა ასეთი „ ჩვენ ამის ღირსნი არ ვართ, ასე რომ გვექცევა“ „საამისო არაფერი ჭირს“ „გადავყევით და მაინც არაფერი გამოვიდა
მისგან“ და ა.შ.  

ასეთი სახის კრიზისების დაძლევა  საკმაოდ დიდ ენერგიასა და  მზაობას მოითხოვს, როგორც მშობლებისგან, ასევე მოზარდებისგან,
მაშინ როდესაც აღზრდის სწორი/ადეკვატური სტილი  ენერგიისა და პიროვნული რესურსების „ეკონომიის“  საშუალება  და რაც ყველაზე უმთავრესია ბავშვის პიროვნული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობაა.  

უაღრესად მნიშვნელოვანია მშობლებმა ადრეული ასაკიდან იზრუნონ ბავშვის პიროვნული უნარების  აქტუალიზებაზე, რათა ბავშვმა შეძლოს გამოსცადოს  საკუთარი ძალები, გაუჩნდეს საკუთარი თავის ნდობა და  ჩამოუყალიბდეს  პასუხისმგებლობის გრძნობა  საკუთარ ქცევებზე, რაც დამოუკიდებელად  ორიენტირებისა და წარმატების  მიღწევისათვის აუცილებე წინაპირობაა.

ავტორი
ნინო ლორთქიფანიძე

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია



 
Back to content | Back to main menu