ბავშვები და ინტერნეტ-უსაფრთხოება - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ბავშვები და ინტერნეტ-უსაფრთხოება

ბიბლიოთეკა

ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის მოძიების, განათლების, სოციალიზაციისა და გართობის წყაროს, როგორც მოზრდილების ისე ბავშვებისთვის. თუმცა, ბავშვების მიერ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ესენია:

  • ძალადობის, პორნოგრაფიის და სხვა არასასურველი შინაარსის ინფორმაციასთან წვდომა - იქნება ეს ვიდეო-თამაშები, სურათები, თუ ტექსტური ინფორმაცია;

  • კიბერ ჩაგვრა (Cyber bullying) - ჩაგვრის სახე, რომელიც ხორციელდება ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით. კიბერ ჩაგვრის მაგალითებია: მუქარის შემცველი მესიჯები, იარლიყების მინიჭება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ა.შ.;

  • ონლაინ მოძალადე - ადამიანი, რომელიც ინტერნეტს იყენებს პირადი ინფორმაციის მოპარვის და/ან პოტენციური მსხვერპლის გატაცების, ან მასზე სექსუალური ძალადობის მიზნით.


თუკი ბავშვი ოთახში უფროსების გამოჩენისას ეფარება ეკრანს, ხურავს პროგრამებს, ან სწრაფად რთავს კომპიუტერს ეს შეიძლება მიუთითებდეს ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეების არსებობაზე.  

ასეთ შემთხვევაში ინტერნეტის მოხმარების საერთოდ აკრძალვა არ წარმოადგენს გამოსავალს. ამის ნაცვლად მნიშვნელოვანია მშობელმა ერთის მხრივ ბავშვს ასწავლოს ინტერნეტ-უსაფრთხოების დაცვა და მეორე მხრივ, თავად მიიღოს შესაბამისი ზომები. ამაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:

  • დაადგინეთ ინტერნეტის მოხმარების საზღვრები - განსაზღვრეთ დრო, რომელსაც თქვენი შვილი ყოველდღიურად გაატარებს კომპიუტერთან და შესთავაზეთ მისი ასაკისათვის საინტერესო და სასარგებლო ვებ-გვერდები  და პერიოდულად თვალი ადევნეთ მის მიერ ინტერნეტით სარგებლობის პროცესს.


  • თავად გაეცანით ინტერნეტ უსფართხოების წესებს -  არსებობს ე.წ. პროგრამა-ფილტრები (Net Nanny, Cybersitter და 4NetSafety), რომლებიც არა მხოლოდ იმ ინფორმაციას მოგაწვდით, თუ რომელ ვებ-გვერდებს სტუმრობს თქვენი შვილი ყველაზე ხშირად, არამედ დაბლოკავს არასასურველი ინფორმაციის შემცველ გვერდებს.


  • ესაუბრეთ ბავშვს ინტერნეტ უსაფრთხოებაზე - ესაუბრეთ ბავშვს ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ მისი ასაკისა და უნარების გათვალისწინებით.  აუხსენით ბავშვს, რომ რომელიმე ვებ-გვერდზე დარეგისტირების სურვილის შემთხვევაში, მოგმართოთ თქვენ, რათა უსაფრთხოების მიზნით გაეცნოთ მათ შემოთავაზებულ წესებსა და პირობებს. ასევე, ხაზი გაუსვით პირადი ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი და ა.შ.) გაცემასთან დაკავშირებულ საფრთხეებს და დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ასეთი საფრთხის ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ მოგმართოთ თქვენ.


ავტორი
ნინო მიქაია


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია





 
Back to content | Back to main menu