სტაჟირება - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

სტაჟირება

“საქართველოს  ბავშვები“ ახორციელებს სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისათვის:

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ გაეცნონ ორგანიზაციის საქმიანობას და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.  სტუდენტები გაეცნობიან ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ორგანიზაციის საქმიანობის დეტალებს და მიიღებენ გამოცდილებას ორგანიზაციის ადმინისტრაციული და საოფისე საქმის წარმოებაში.

მოთხოვნები და უნარები:

• სტუდენტი
• ინგლისური ენის ცოდნა
• საოფისე პროგრამების გამოყენების და ინტერნეტში ძიების უნარები
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• გუნდური მუშაობის უნარები
• კომუნიკაბელურობა





მოვალეობები:  
• ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული გზამკვლევების, კანონების, რეგულაციების, დოკუმენტების გადახედვა, დამუშავება და შემდგომ თანამშრომლებისათვის ამ ინფორმაციის გაცნობა;
• სხვადასხვა ტექსტების თარგმნა ინგლისურიდან ქართულად,  ქართულიდან ინგლისურად;
• ტექსტის აკრეფა;
• სხვადასხვა მასალების აკინძვა, ორგანიზება;
• ბიბლიოთეკის აღწერა;
• ორგანიზაციისათვის შესატყვისი საგრანტო განაცხადების ძიება.

სტაჟირების ხანგრძლივობაა ორი თვე (მინიმუმ 48 საათი - დრო შეთანხმდება ინდივიდუალურად).

სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა რეკომენდაცია.  

ამჟამად სტაჟირების პროგრამა შევსებულია.

განცხადებების მიღება განახლდება სექტემბრიდან - დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი - vacancy@cog.ge (სექტემბრის დასაწყისიდან)  


 
Back to content | Back to main menu