პიროვნული უნარების განვითარების ტრენინგი - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

პიროვნული უნარების განვითარების ტრენინგი

შანსი - გამოიყენო შენი რესურსი მაქსიმალურად!

ტრენინგი საშუალებას მოგცემთ, მშვიდ და მეგობრულ გარემოში, პროფესიონალი ტრენერების მხარდაჭერითა და თქვენივე აქტიური ჩართულობით, მოახდინოთ საკუთარი პიროვნული უნარების აქტივაცია და მათი შემდგომი განვითარება.

სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
- გამოიყენოთ კომუნიკაციის ეფექტური გზები
- შეაფასოთ საკუთარი უნარები, შესაძლებლობები და ინტერესები
- დაისახოთ შესაბამისი მიზნები
- გარდაქმნათ თქვენი მიზნები გონივრულ გადაწყვეტილებებად
- თანმიმდევრულად განახორციელოთ მიღებული გადაწყვეტილებები
- მოახდინოთ ეფექტური თვითგამოვლენა




ტრენინგი აგებულია თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, არის კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული და თავად წარმოადგენს ეფექტური მუშაობის მაგალითს. მონაწილეებს გექნებათ საშუალება, მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია, საფუძველი ჩაუყაროთ ახალი უნარების განვითარებას და დაამყაროთ ახალი ურთიერთობები.








ხანგრძლივობა: 2 სატრენინგო დღე.
რაოდენობა: მაქსიმუმ 12 მონაწილე
ფორმატი:
- თეორიული მასალის გაცნობა;
- ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშოები

- როლური გათამაშებები
- უკუკავშირი
- დისკუსიები
- შესვენება ჩაიზე
- სერტიფიკატების გადაცემა

ღირებულება: 80 ლარი (ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება)

მსურველებს ასევე მოგეცემათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ორგანიზაცია ”საქართველოს ბავშვების” საქმიანობას და მომავალში მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.

 
Back to content | Back to main menu