საქმიანობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

საქმიანობა

ჩვენს შესახებ

"საქართველოს ბავშების" 2014 - 2017 წლების სტრატეგიული გეგმა 



სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები

  • კლინიკური ფსიქოლოგია  -  ბავშვები არიან ადაპტირებულნი - ეგუებიან გარემოს, აღწევენ პიროვნულ განვითარებას, რადგან მათი ინტელექტუალური, ემოციური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი საჭიროებები გაგებული და დაკმაყოფილებულია;


  • განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია -  ბაღში და სკოლაში ბავშვები ადაპტირებული, ლაღები და კრეატიულები არიან, უმკლავდებიან ცვალებად გარემოს, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამები პასუხობს მათ ასაკსა და უნარებს, ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს;


  • ბავშვთა კეთილდღეობა - სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების  მქონე ბავშვები ოჯახთან მიახლოებულ ხარისხიან გარემოში იმყოფებიან და მათთვის არსებობს მომსახურებათა მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა.  





ოთხი როლი, რომელშიც „საქართველოს ბავშვები" მოგვევლინება საკუთარი მიზნების მისაღწევად:


1. ცვლილებების მომტანი საზოგადოებისთვის
- ღირებულებათა და კულტურის დამამკვიდრებელი, საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრაციის გზით.
2. განმანათლებელი
- მომხმარებელთა და ფართო საზოგადოების განმანათლებელი, კეთილდღეობის და დაცულობის ხარისხის ზრდისთვის.
3. ადვოკატი
- უფლებადამცველი და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესთა გამტარებელი.
4. კონსულტანტი
- მრჩეველი სახელმწიფო სტრუქტურებისა და კოლეგა ორგანიზაციებისათვის.


 
Back to content | Back to main menu