სოციალურ- ემოციური სფეროს განვითარების კურსი ბავშვებისათვის - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

Go to content

სოციალურ- ემოციური სფეროს განვითარების კურსი ბავშვებისათვის

კურსის მიზანი: ბავშვების სოციალური უნარ-ჩვევების შემუშავება და ემოციური სფეროს  განვითარება, რაც გულისხმობს:

  • მათ მიერ სოციალურ გარემოში უკეთ ადაპტირებას, თანატოლებთან და მოზრდილებთან ეფექტური კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;

  • ემოციების მართვის უნარის შემუშავებას  - განცდილი გრძნობების, მათ გამომწვევ კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და ამ სიტუაციებში არსებულ ფიქრებს/აზრებს შორის  კავშირის დადგენას;

  • სხვა ადამიანის პატივისცემას, თანაგანცდასა და ურთიერთგაგებას.


კურსი ხორციელდება ჯგუფური  ფსიქოლოგიური სესიების ფორმატით და განკუთვნილია  6-8 , 8 12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.

კურსი განსაკუთრებით დაეხმარება იმ ბავშვებს,რომლებსაც აქვთ შემდეგი სახის სირთულეები:

  • უჭირთ  საკუთარი  პიროვნების გამოხატვა;

  • აქვთ თანატოლებთან და მოზრდილებთან ურთიერთობის სირთულე, ადვილად ვერ  იძენენ მეგობრებს, თავს მარტოდ გრძნობენ, ან ყველას მეგობარს უწოდებენ;

  • არიან  მორცხვები,  „ბუტიები“, ვერ ახდენენ ჯგუფში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და ინტერესების დაცვას ;

  • დაჩაგრულად გრძნობენ თავს;

  • ზედმეტად ფიცხები არიან , ან  უჭირთ სხვისგან  მომდინარე ბრაზთან გამკლავება.



კურსის ხანგრძლივობა:
კვირაში სამჯერ 3 სთ, სულ 24 საკონტაქტო საათი.

კურსის სილაბუსი:  pdf


ასევე  ჯგუფურ ფსიქოლოგიურ სესიებში  მონაწილე  ბავშვების მშობლებს ექნებათ საშუალება გაიარონ ჯგუფური კონსულტაციები,  კურსის საწყის და საბოლოო ეტაპზე, პროგრამის განხილვისა და შედეგების ანალიზის მიზნით.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე 032 2 131644 ან მოგვწეროთ childrenofgeorgia1@gmail.com
 
Back to content