ვიზუალური აღქმის განვითარება - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

ვიზუალური აღქმის განვითარება

ბიბლიოთეკა

მიზანი:  ვიზუალური  აღქმის განვითარება, კერძოდ  მხედველობითი ანალიზისა და სინთეზის, რაც გულისხმობს ფიგურაში ნაწილების გამოყოფას და მათ გაერთიანებას მთელში.  აღნიშნული უნარი  მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკში კითხვისა და წერის დაუფლებისთვის.     

ასაკი: სკოლამდელი

საჭირო მასალა: ფანქარი ან კალამი, მაკრატელი და  ფიგურების ნახატები,რომლებიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული ბმულებიდან.   

მიმდინარეობა:  

  • ბავშვთან ერთად გამოჭერით სხვადასხვა ფიგურები, თითოული მათგანი გაჭერით შუაზე და ნაწილები აურიეთ ერთმანეთში. ამის შემდეგ, სთხოვეთ ბავშვს ფიგურის ერთი ნახევრის მიხედვით, იპოვოს მისი შესაბამისი მეორე ნახევარი. ბავშვმა უნდა შეაერთოს ნაწილები, ისე, რომ გამოვიდეს მთლიანი ფიგურა.  

ნიმუში 1
ნიმუში 2
ნიმუში 3              

თუკი ბავშვი ადვილად ართმევს თავს აღნიშნულ დავალებას, შეგიძლიათ გაართულოთ იგი- სთხოვეთ ბავშვს ამჯერად არა გამოჭრილი, არამედ ფურცელზე მოცემული ფიგურის შესაბამისი ნაწილები დააკავშიროს ერთმანეთთან ხაზებით.  
ნიმუში 4
ნიმუში 5
ნიმუში 6

  • ბავშვს აჩვენებთ ნახატს, რომელზეც მოცემულია სხვადასხვა ფიგურები და მათი შესაბამისი ჩრდილები. ბავშვს სთავაზობთ იპოვოს თითოეული ფიგურის  შესაბამისი ჩრდილი.   

ნიმუში 7
ნიმუში 8
ნიმუში 9

ავტორი
თამარ
მიქიაშვილი

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია


 
Back to content | Back to main menu