ერთად გავიგოთ აუტიზმი: როგორ ავუხსნათ აუტიზმი და-ძმებსა და თანატოლებს.

აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვის აღზრდა თავის უნიკალურ გამოწვევებსა და მიღწევებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და-ძმების და სხვა ბავშვების დახმარება, გაიგონ და გაითავისონ აუტიზმთან დაკავშირებული განსხვავებები. თანაგრძნობისა და ღია კომუნიკაციის გაძლიერებით მშობლებს შეუძლიათ შექმნან გარემო, სადაც ყველას შეუძლია განვითარდეს. აქ განხილულია ბავშვებისთვის აუტიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ხერხები, რაც ხელს უწყობს უკეთ მიღებასა და ოჯახის მხარდამჭერ დინამიკას.

 

1. დაიწყეთ მარტივად:

ბავშვებთან აუტიზმის თემის განხილვისას დაიწყეთ მარტივი ენით. გამოიყენეთ სიტყვები, რომელიც შესაფერისია ასაკისთვის და ადვილად გასაგებია. მაგალითად შეიძლება თქვათ, "თქვენს ძმას/დას აქვს რაღაც რასაც ქვია აუტიზმი. ეს ნიშნავს, რომ მათი ტვინი ცოტა განსხვავებულად მუშაობს და ეს ბუნებრივია."

 

2. ხაზი გაუსვით მსგავსებებსა და განსხვავებებს:

აღნიშნეთ როგორც მსგავსება, ისე განსხვავებები აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვსა და მათ თანატოლებს შორის. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ყველა უნიკალურია და აქვს ძლიერი მხარეები და გამოწვევები. მაგალითად, "ისევე, როგორც შენ შეგიძლია კარგად ხატვა და შენს მეგობარს გამოსდის ფეხბურთი, შენს ძმას/დასაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი რაღაცეებში და მისთვისაც არის რაღაცეები რომლებიც ცოტათი რთულია."

 

3. იყავი პოზიტიური და კონცენტრირდი ძლიერ მხარეებზე:

აღნიშნეთ აუტიზმის მქონე ბავშვის ძლიერი მხარეები და მიღწევები. ეს პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენს ბავშვს, რაც ხელს უწყობს მის მიმღებლობას და არა მხოლოდ მის გამოწვევებზე ფოკუსირებას. გააზიარეთ ისტორიები წარმატებებისა და უნიკალური ნიჭის შესახებ, აჩვენეთ, რომ ყველას შეუძლია თავისი წვლილის შეტანა.

 

4. წაახალისეთ კითხვები:

წაახალისეთ ღია დიალოგი, მიეცით და-ძმებისა და თანატოლებს კითხვების დასმის საშუალება. მათ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ გაურკვევლობების დაძლევაში. შექმენით გარემო, სადაც ყველა იგრძნობს თავს კომფორტულად რათა გამოხატოს თავისი მოსაზრები და ემოციები.

 

5. გამოიყენეთ ვიზუალური საშუალებები:

თვალსაჩინო მასალები, როგორიცაა წიგნები, ვიდეოები ან სურათები, კარგი საშუალებაა აუტიზმის ასახსნელად. შეარჩიეთ ასაკისთვის შესაფერისი და მიმზიდველი მასალები. ზოგიერთი მასალა სპეციალურად შექმნილია, რათა დაეხმაროს ბავშვებს აუტიზმის გაგებაში და შეიძლება გამოიყენოთ თქვენი ახსნისას: https://www.appliedbehavioranalysisprograms.com/30-best-childrens-books-about-the-autism-spectrum/ 

 

6. თანაგრძნობის ხელშეწყობა:

დაეხმარეთ და-ძმებს და თანატოლებს თანაგრძნობის განვითარებაში. ახსნით, თუ როგორ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ძმას/დას ან მეგობარს. წაახალისეთ ისინი იყვნენ მომთმენი და გამგებები. მოუყევით ამბები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სიკეთის მცირე ჟესტებს დიდი განსხვავების მოხდენა.

 

7. ინკლუზიის მნიშვნელობა:

ხაზი გაუსვით ინკლუზიისა და სათანადო მოპყრობის მნიშვნელობას. აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებები არსებობს, ყველა იმსახურებს დაფასებას და მონაწილეობას საზოგადო ცხოვრებაში. წაახალისეთ და-ძმები და თანატოლები იყვნენ დამხმარეები სხვადასხვა სოციალურ გარემოში.

 

8. პროფესიონალების და მხარდამჭერი ჯგუფების მნიშვნელობა

ახსნის ტექნიკასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალებისა და რჩევებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგს.

აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფები სოციალურ მედიაში, ასევე კარგი რესურსია გამოცდილების გაზიარებისთვის და წარმატებული შემთხვევების ისტორიების გასაცნობად.

 

დასკვნა:

აუტიზმის ახსნა და-ძმებისთვის და სხვა ბავშვებისთვის არის პროცესი, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, გაგებას და ღია კომუნიკაციას. პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობით, მშობლებს შეუძლიათ შექმნან მხარდამჭერი ოჯახის დინამიკა, სადაც ყველა იგრძნობს სიყვარულს.

გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია, ეს რჩევები შეიძლება შეცვალოთ და უკეთ მოარგოთ თქვენი ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ერთად შეგიძლიათ შექმნათ მზრუნველი გარემო ოჯახის თითოეული წევრის განვითარებისთვის.


ავტორი: ჯაბა ნაჭყებია